VIDEO: საშინაო ტრებლი - მექვაბიშვილის კრაიოვამ რუმინეთის სუპერ თასიც მოიგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვამ, კლუბის ისტორიაში პირველად, საშინაო ჰეთ-თრიქი შეასრულა - ქვეყნის ჩემპიონობისა და თასის მოგების შემდეგ, სუპერ თასის გათამაშებაც ტრიუმფით დაასრულა.
ისე გამოვიდა, რომ კრაიოვამ სამივე ეს ტიტული უნივერსიტატეა კლუჟთან ბრძოლაში მოიგო - ჩემპიონატში 4 ქულით აჯობა, ხოლო თასისა და სუპერ თასის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხა.
უშუალოდ სუპერ თასის მატჩში, მექვაბიშვილმა 45-50-მეტრიანი შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა და მისი გუნდი დაწინაურდა, თუმცა კლუჟელებმა გაათანაბრეს და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა - გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ ქართველმა შეასრულა და გუნდს ტიტული შედეგიანი დარტყმით გაუფორმა.
ანრის წვლილი ტრიმფალურ სეზონში, ყველა ტურნირის ეგიდით, 51 მატჩში 13 საგოლე მოქმედებით განისაზღვრა - 4 გოლი, 10 ასისტი.
მაგარი სეზონის ფონზე, გასაკვირი არაა, რომ კრაიოვას რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი სწორედ ანრია - რაც დადასტურებულად ვიცით, ლა ლიგის კლუბ ხეტაფესა და MLS-ის კლუბ ჩიკაგო ფაიერის ინტერესის სფეროშია.