საქართველოში მიმდინარე რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან მე-9 ადგილისთვის მატჩი ჩაატარა და 19:43 დამარცხდა.
იტალიელები მატჩის დასაწყისიდანვე დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ - ჯამში 6 ლელო დადეს, რასაც ჩვენმა გუნდმა 3 ლელოთი უპასუხა.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს და ტურნირის მე-11 ადგილის დაკავებას შეეცდება, რისთვისაც ფიჯის ნაკრებს შეხვდება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი