ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Senshi World Cup 2026-ზე, ქართველმა კარატისტებმა 2 მედალი მოიპოვეს.
მინდია მგელაძემ (-70 კგ.) და დავით მსხალაძემ (-85 კგ.) ფინალურ შეხვედრაში იასპარეზეს და ორივე მათგანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აღნიშნული პროფესიული ლიგა, ძირითადად, კონტაქტური სტილის კარატეს, კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის საშეჯიბრო წესებით მოასპარეზე მებრძოლებს აერთიანებს.