კოლომბიაში გამართულ ძალოსნობის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა 14 მედალი მოიპოვეს.
გიორგი ქინქლაძემ (65 კგ.) ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა; დავით კილაძემ (71 კგ.) ატაცში - ბრინჯაოს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა; თამაზ მეგრელიშვილი (94 კგ.) ასევე სამ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა; ნიკოლოზ კურტანიძემ (+94 კგ.) აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა; ხვიჩა კიწმარიძემ (+94 კგ.) კი ატაცში ოქროს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.
შედეგად, საქართველოს ნაკრების მონაგარი 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.