Real American Wrestling-ის თბილისური ღონისძიება ქართული ტრიუმფით დაიხურა.
ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა.
დაპირისპირება ამერიკელის უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშშიც აისახა - 0:8, აქედან კი მერაბ დვალიშვილს სიტუაციის მოტრიალება წესით უნდა გაჭირვებოდა.
თუმცა ქართველმა მანქანამ მობილიზიება მოახერხა და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა, საბოლოოდ კი 11:8 იმარჯვა და ღონისძიება ქართული ტრიუმფით დახურა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში, რომელიც საჩემპიონო იყო, კაილ სნაიდერი აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდა, 5:4 დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
სამწუხაროდ, საჩემპიონო დაპირისპირება დათმო ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელიც ამერიკელ დეიკთან 2:0 დამარცხდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამერიკელი ბიბი 11:0 დაამარცხა, გივი მაჭარაშვილმა ზაკ ილემს 7:3 აჯობა, გენო პეტრიაშვილმა კი ასევე ამერიკელ ჯეიკ ვარნერს 10:0 მოუგო.