ლას ვეგასში World MMA Awards-ის რიგით მე-17 ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
წლის საუკეთესო მამაკაცი მებრძოლის ჯილდო მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა, ხოლო წლის საუკეთესო ქალ მებრძოლად კაილა ჰარისონი დასახელდა.
მამაკაცთა შორის ჯილდოზე ასევე წარდგენილნი იყვნენ:
ილია თოფურია
ალექსანდრე პანტოჟა
გაჯი რაბადანოვი
მაგომედ ანკალაევი
ქალთა შორის ჯილდოზე წარდგენილნი იყვნენ:
დაკოტა დიტჩევა
ჟასმინ იასუდავიჩუსი
ვალენტინა შევჩენკო
ნატალია სილვა
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო Syndicate MMA-ს წარმომადგენელმა ჯონ ვუდმა მოიპოვა, რომელიც ასევე მერაბ დვალიშვილის მწვრთნელიცაა.
ჯილდოზე ასევე წარდგენილნი იყვნენ:
პაბლო სუკუპირა - The Fighting Nerds
მაიკ ვალე - Valle Flow Striking
მაიკ ბრაუნი - American Top Team
ხაბიბ ნურმაგომედოვი - Abdulmanap School