• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
გარბრანდი UFC-ს მებრძოლებზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდებს
UFCUFC

გარბრანდი UFC-ს მებრძოლებზე მეტი ზრუნვისკენ მოუწოდებს

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კოდი გარბრანდმა ორგანიზაციას მოუწოდა, უფრო მეტი იზრუნონ იმ მებრძოლებზე, რომლებმაც კარიერა დაასრულეს.


გარბრანდის განცხადება ლეგენდარული დასტინ პორიეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. როგორც ცნობილია, პორიემ, რომელიც სპორტიდან გასულ წელს წავიდა, საჯაროდ ისაუბრა საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, რაც მისი ცოტა ხნის წინ მომხდარი დაკავების მიზეზიც გახდა.

35 წლის გარბრანდი, რომელიც კარიერის დასკვნით ეტაპზეა, აღნიშნავს, რომ ბევრი მებრძოლი კარიერის დასრულების შემდეგ „ველურ გარემოში“ დაუცველი რჩება. მათ ხშირად უწევთ ფინანსური პრობლემების გამო ტრავმირებულ მდგომარეობაში ბრძოლა ან კარიერის ნაადრევად დასრულება.


კოდი გარბრანდი მოითხოვს, რომ UFC-მ მებრძოლებს შესთავაზოს უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, დაზღვევა და საპენსიო დანაზოგების გეგმები. მისი თქმით, საშიშია ისეთი სფეროს დატოვება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვენი, შემდეგ კი შემოსავლის გარეშე დარჩენა.

გარბრანდმა ხაზი გაუსვა, რომ დასტინ პორიეს შემთხვევაში, დაკავებამ და ფინანსურმა ზარალმა (მათ შორის სპონსორის დაკარგვამ) კიდევ ერთხელ დაანახა სპორტულ სამყაროს, თუ რაოდენ მყიფე შეიძლება იყოს მებრძოლთა ცხოვრება კარიერის მიღმა.

კოდი გარბრანდი თავად UFC 329-ზე ადრიან იანესთან დასაპირისპირებლად ემზადება, თუმცა მისი კომენტარები უკვე იქცა მნიშვნელოვან დისკუსიად მებრძოლთა სოციალური დაცვისა და კარიერის შემდგომი ადაპტაციის შესახებ.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

MMA
UFC

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

UFC შანხაიში საინტერესო მთავარი ბრძოლით ბრუნდება

•UFC

UFC

UFC შანხაიში საინტერესო მთავარი ბრძოლით ბრუნდება
•UFC

UFC

ჯონ ჯოუნსი მწვრთნელის რანგში

•UFC

UFC

ჯონ ჯოუნსი მწვრთნელის რანგში
•UFC

UFC

პირველი შემთხვევა - მაკგრეგორი თავისი წესის წინააღმდეგ

•UFC

UFC

პირველი შემთხვევა - მაკგრეგორი თავისი წესის წინააღმდეგ
•UFC

UFC

„ეს სრული სისულელეა“ - მებრძოლებმა ლეგენდარული ისტორია უარყვეს

•UFC

UFC

„ეს სრული სისულელეა“ - მებრძოლებმა ლეგენდარული ისტორია უარყვეს
•UFC

UFC

News image

14 სთ წინ

UFC შანხაიში საინტერესო მთავარი ბრძოლით ბრუნდება

News image

2 სთ წინ

ჯონ ჯოუნსი მწვრთნელის რანგში

News image

2 სთ წინ

პირველი შემთხვევა - მაკგრეგორი თავისი წესის წინააღმდეგ

News image

2 სთ წინ

„ეს სრული სისულელეა“ - მებრძოლებმა ლეგენდარული ისტორია უარყვეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება