კონორ მაკგრეგორი UFC 329-ზე, მაქს ჰოლოუეისთან რევანშის დროს, თავის ერთ-ერთ პრინციპულ წესს დაარღვევს.
5-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ირლანდიელმა, რომელიც კარიერის დასკვნით ეტაპზე იმყოფება, პირველად გადაწყვიტა ოჯახის წევრების – შვილების მატჩზე დასწრებას.
მაკგრეგორი ყოველთვის ამბობდა, რომ მებრძოლებს შვილები ბრძოლებზე არ უნდა წაეყვანათ, თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა. ირლანდიელმა აღნიშნა, რომ შვილები ლას-ვეგასში კერძო თვითმფრინავით უკვე ჩამოიყვანა. ის ბედნიერია, რომ ოჯახთან დროს გაატარებს, თუმცა ბრძოლისთვის მზადებას მაინც გუნდთან ერთად დამოუკიდებელ სახლში განაგრძობს.
მაკგრეგორი კმაყოფილია იმით, რომ მისი შვილები არ ესწრებოდნენ 2021 წლის ბრძოლას დასტინ პორიესთან, სადაც მან ფეხი მოიტეხა, რადგან ეს მათთვის ძალიან ტრავმული სანახავი იქნებოდა. ახლა კი მას სურს, რომ შვილებმა მამა „თავისი დიდების ზენიტში“ იხილონ.
მოახლოებული ბრძოლა მაკგრეგორისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ორიდან ერთ-ერთი ბოლო დაპირისპირებაა. ჰოლოუეის დამარცხების შემთხვევაში, ირლანდიელი ავტომატურად ჩაერთვება ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაში.