უმარ ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში თბილისში, RAF-ის ღონისძიებაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
,,კავკასიაში კაცს ღირსება, პატივი და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ ის გკითხა, რატომ ლაპარაკობდი ვიღაცის ზურგს უკან.
მე არ მჭირდება შენი შეურაცხყოფა იმისთვის, რომ თავი კაცად ვიგრძნო. ის, თუ სინამდვილეში ვინ ხარ, მაშინ ჩანს, როცა გარშემო ბრბო არ არის და არც არავინ გყავს, ვინც ჩაერევა." - წერს უმარი X-ზე.
თბილისში დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და სწორედ უმარ ნურმაგომედოვის მხარდამჭერებს შორის მოხდა.
უმარზე დასმულ კითხვაზე მერაბი გაღიზიანდა, რის შემდეგაც უმარის გულშემატკივრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.