ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 2 მედალი მოიპოვა.
97 კგ. წონით კატეგორიაში, არმან მკრტიჩიანმა ფინალამდე გასვლა შეძლო, იქ კი უკრაინელ იეჰორ იაკუშენკოსთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი დაიმსახურა.
60 კგ. წონით კატეგორიაში, კახა გოგინაშვილმა, რომელიც სადებიუტო ევროპირველობაზე ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიგო.
დღეიდან ტურნირში გოგონები ჩაერთვებიან - საქართველოს ღირსებას ნინი ციცვიძე (-57 კგ.); მირანდა კაპანაძე (-62 კგ.) და ანი ჩაჩანიძე (-65 კგ.) დაიცავენ.
ფოტო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია