VIDEO: გამარჯვების გოლი 98-ე წუთზე - ზარიამ ახალ გუნდს პენალტით მოაგებინა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყაზახეთის პრემიერ ლიგის მე-16 ტურში, გიორგი ზარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აკტიობეს ქართველი ნახევარმცველი, ჟეტისუსთან მატჩისას, მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა (სხვათა შორის, ლეგენდარული პორტუგალიელი, ნანი შეცვალა) და 98-ე წუთზე 3 ქულის მომტანი გოლი პენალტიდან შეაგდო.
ზარიამ 2026 წლის სეზონი დინამო თბილისში დაიწყო, აკტიობეს კი ივნისში შეუერთდა - მე-4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და პირველი გოლი მიითვალა.
16 ტურის შემდეგ, გიორგის გუნდს 25 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და სამეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 12 ივლისს, 26-ქულიან ასტანას სტუმრად შეხვდებიან.