ხორვატიაში გამართული კარატე 1-ის ახალგაზრდულ ლიგაზე, ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს.
სპორტული კარატეს კატეგორიაში, ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ლევან დადეშქელიანი (კადეტები; -57 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ გოგრიჭიანი (კადეტები; +70 კგ.) და გიგი ალანია (იუნიორები; -55 კგ.) დასჯერდნენ.
საერთაშორისო შეჯიბრებაში 69 ქვეყნის 2720 სპორტსმენი მონაწილეობდა.