საქართველოს ჩემპიონი იბერია 1999, ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით, ესტონეთის ჩემპიონ ფლორა ტალინს განმეორებით მატჩში დღეს ხვდება.
გუნდებს შორის ესტონეთში გამართული თამაში იბერიელებმა, ზვიად ნაჭყებიას, გიორგი ჯინჯოლავასა და ბაქარ ქარდავას გოლებით, 3:2 მოიგეს.
აღნიშნულ წყვილში გამარჯვებულს შემდეგ, მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში, სლოვაკეთის ჩემპიონ სლოვან ბრატისლავასთან დაპირისპირება მოუწევს.
იბერია 1999-სა და ფლორას შორის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან დაიწყება - პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
"თქვენი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება" - ჯინჯოლავა ფლორასთან მატჩის წინ