მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრაც მოიგო და ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამჟამად WTA-ის რეიტინგის 539-ე ნომერია, საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში იაპონელი ჰაიუ კინოშიტა (WTA-ს რეიტინგის 227-ე ნომერი) ორ სეტში დაამარცხა - 6:3; 6:2.
დღევანდელ მოგებამდე, ბოლქვაძემ პირველი წრის შეხვედრაც ორ სეტში დაასრულა, როცა შესარჩევ ეტაპზე მე-12 ნომრად განთესილ ავსტრიელ იულია გრაბნერს აჯობა.
მარიამი მომდევნო რაუნდში შეხვდება 18 წლის ბელგიელ ჟელინ ვანდრომს, რომელმაც თავისი ორივე მატჩი 3-3 სეტში მოიგო. წყვილში გამარჯვებული უიკმბლდონის ძირითად ბადეში გავა.
უიმბლდონის მთავარ ბადეში მოსახვედრად კიდევ ერთი ქართველი, ეკო გორგოძე თამაშობდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში ფრანგ ლეოლია ჟენჟენთან ორ სეტში დამარცხდა - 3:6; 2:6.