მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და ძირითად ბადეში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა შესარჩევ ეტაპზე მე-12 ნომრად განთესილ ავსტრიელ იულია გრაბნერს რთულ 2-სეტიან მატჩში მოუგო - 6:4; 7:6.
მარიამი პირველ სეტში ბრეიკით ორჯერ ჩამორჩა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მოუმატა, მეორე პარტიაში კი ტაიბრეიკზე 1:4-ს აგებდა და საბოლოოდ 8:6 გაიმარჯვა.
ბოლქვაძე, რომელიც ამჟამად WTA-ის რეიტინგის 539-ე ნომერია, საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში იაპონელ ჰაიუ კინოშიტას (WTA-ს რეიტინგის 227-ე ნომერი) შეხვდება.