VIDEO: თოკო მე-2 საუკეთესო იყო - ბარსამ ფინალში მოედნის უპირატესობა დაკარგა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ესპანეთის ლიგა ენდესას 2025-26 წლების სეზონის ფინალურ სერიაში, ვალენსიას წინააღმდეგ, მოედნის უპირატესობა დათმო და 1:2 ჩამორჩა.
სერიის მე-3 მატჩში, ბარსამ მეორე და მესამე მეოთხედი ჩააგდო, ბოლო პერიოდში კი სხვაობის დაქაჩვა ვეღარ შეძლო და 8-ქულით დამარცხდა - 80:88.
თოკომ 33:46 წუთი ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 30 შეადგინა, რაც სტუმართა ლიდერ ჟან მონტეროს შემდეგ (37) საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
შედეგად, ვალენსიელები ჩემპიონობასთან 1 მოგებაში არიან და დარჩენილი 2-დან 1 მატჩში გამარჯვებაც ეყოფათ, რომ ლიგა ენდესას ტრიუმფატორები ისტორიაში მეორედ გახდნენ.
სერიის მომდევნო, მე-4 თამაში ისევ ბარსელონაშია - 24 ივნისის 22:00 საათზე, ხოლო თუ ბარსა მოიგებს, გუნდები გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრას უკვე ვალენსიაში ითამაშებენ.