საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის 19 ტური დასრულდა და გუნდები 8 აგვისტომდე, თვე-ნახევრიან საზაფხულო შესვენებაზე გავიდნენ.
19 ტურის შედეგებით, ლიდერთა ოთხეულიდან 3 გუნდი კახურია, მათთან ერთად კი უმაღლესში დაწინაურებისთვის მარტვილის მერანი იბრძვის.
საგარეჯოს გარეჯი 2 ტურის წინ 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა თელავი შესანიშნავ სვლაზეა, ბოლო 8 ტურში 22 ქულა აქვს მოპოვებული და ახლა საგარეჯოელებს 4 ქულითღა ჩამორჩება.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 39 ქულა;
2. თელავი (თელავი) - 35 ქულა;
3. მერანი (მარტვილი) - 30 ქულა;
4. შტურმი (სართიჭალა) - 27 ქულა;
5. არაგვი (დუშეთი) - 25 ქულა;
6. ბოლნისი (ბოლნისი) - 25 ქულა;
7. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 24 ქულა;
8. კოლხეთი (ფოთი) - 18 ქულა;
9. გორი (გორი) - 16 ქულა;
10. სამტრედია (სამტრედია).
ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ოდიშის ფორვარდი ოთარ კვერნაძეა (10 გოლი), მარტვილის მერანელ ჯავოხირ ესონკულოვს 8 გოლი აქვს, ხოლო სამტრედიელ თამაზ მაქაცარიას - 7.
ცნობისთვის, ეროვნულ ლიგაში პირდაპირ 1 გუნდი დაწინაურდება, ხოლო მეორე-მესამე ადგილოსნები უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებთან ორრაუნდიან პლეი-ოფს ითამაშებენ და საგზურის მოპოვებას ამ გზით შეეცდებიან.