VIDEO: ლიდერი შეიცვლება? - დილამ რუსთავი დიდი სხვაობით დაამარცხა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მთავარი მატჩი გორში გაიმართა - მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა დილამ ამჟამინდელ ლიდერ რუსთავს 3:0 მოუგო.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, 62-ე წუთიდან კი გორელებმა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს - შოთა შეყილაძემ და მოჰამედ კანტემ შეაგდეს, ერთი ბურთი დავიდ ოლივეირამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
შედეგად, სპაერის დამარცხების შემდეგ, რთულ მდგომარეობაში მყოფმა დილამ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, 26 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციამდე აინაცვლა - სამეულთან სხვაობა 2 ქულაა, თუმცა დინამო თბილისს სათამაშო აქვს (შინ დინამო ბათუმთან, დღეს).
აი რუსთაველთა ლიდერობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან თუკი მწვრთნელშეცვლილი იბერია 1999 დღეს გამოკვეთილ აუტსაიდერ ტყიბულის მეშახტეს დაამარცხებს, კვლავ პირველ ადგილზე გადავა.
რუსთავისა და დილასთვის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და 8 აგვისტომდე საზაფხულო შესვენებაზე გავიდნენ, რა დროსაც გორელები ევროტურნირებზე ითამაშებენ.