სანდრო ალთუნაშვილი 3-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის დინამოში ბრუნდება.
Geo Team-ის ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველი აჭარულ კლუბთან 2.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
ალთუნაშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია და 2014-2021 წლებში სწორედ თბილისური გუნდში თამაშობდა, რომელთან ერთადაც საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელიც გახდა.
2021-2023 წლებში სანდრო დინამო ბათუმში ასპარეზობდა და გუნდთან ერთად ეროვნული ლიგის გამარჯვებული 2-ჯერ გახდა.
შემდეგ ნახევარმცველმა კარიერა ავსტრიულ ვოლფსბერგერში გააგრძელა, სადაც 2025 წელს ავსტრიის თასი მოიგო.
ალთუნაშვილი გასულ სეზონში ისრაელის ჰაპოელ ჰაიფაში თამაშობდა, ახლა კი დინამო ბათუმში ბრუნდება.
აჭარული კლუბისთვის სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ეს მე-3 შენაძენი იქნება. დინამომ ივან ტურიცოვი და ავაკა ეშეთე დაიმატა.