გორის დილას 40 წლის ბერძენი სპეციალისტი დიამანტის ვავალისი გაწვრთნის.
,,ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ ჟენისსა და ბულგარეთის უმაღლესის კლუბ მონტანაში.
მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კი იგი, ასისტენტ მწვრთნელად საბერძნეთის მთავარ ლიგაში, შემდეგ კლუბებში მუშაობდა: ლამია, პანსერაიკოსი, ათრომიტოსი, არისი და ასტერასი.
ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბში სამწვრთნელო პროცესს ,რუსთავთან, მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე ეყოლება." - წერია გორული კლუბის განცხადებაში.
ვავალისი დილაში ლევან კორღალიძეს შეცვლის, რომელიც კლუბში მაისში დაინიშნა, თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტი მალევე დატოვა.