VIDEO: დინამო თბილისმა სამგურალს უხვგოლიან მატჩში მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ჩემპიონატის მე-18 ტურში დინამო თბილისი სამგურალს დაუპირისპირდა.
მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ორივე ტაიმში 4-4 გოლი გავიდა.
პირველ ტაიმში სტუმართა მხრიდან დუბლი შეასრულა ველისოლმა, თბილისელთა შემადგენლობაში კი თავი როდრგიო რამოსმა და ალექსანდრე კალანდაძემ გამოიჩინეს და ტაიმი 2-2 მორჩა.
მეორე ნახევარში დინამომ კიდევ 3 გოლი გაიტანა - ლეო სანტოსმა, ხალიდ დოლტმურზიევმა და აბდულაიე იორომ, მატჩის ბოლოს კი ველისოლმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 5-3 დააფიქსირა.
თავი ლამაზი გოლით შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე კვარაცხელიამაც გამოიჩინა, თუმცა მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
ამ მოგებით თემურ ქეცბაიას დინამომ 28 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-3 ადგილზეა, ლიდერ რუსთავთან ჩამორჩენა კი 4 ქულაა.
სამგურალის ბრაზილიელი შემტევი ველისოლი კი ამ ჰეთ-თრიქით ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა და უკვე 9 გოლი აქვს.