ბელგიური მედია ანდრია ბართიშვილსა და იბერიას მზადყოფნაზე წერს.
უეფა-ს კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო შეხვედრის წინ, ბელგიურმა გამოცემა Het Belang van Limburg-მა თბილისის იბერია 1999-ის ვარჯიშიდან მნიშვნელოვანი სიახლე გავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ტალანტი ანდრია ბართიშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში კოჭის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადიოდა, ოთხშაბათს მან სტაიენის სტადიონზე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ბელგიური მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა ბართიშვილის სატრანსფერო ისტორია. ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც ლონდონის არსენალმა 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარის წესით იბერიაში დატოვა, ბელგიელთა შეფასებით, ქართული კლუბის მთავარი ვარსკვლავი და მომავალი იმედია.
მისი გამოჩენა მატჩისწინა ვარჯიშზე მიანიშნებს, რომ ნახევარმცველი სენტ-ტრუიდენთან შეხვედრისთვის განაცხადში ყოფნას შეძლებს.