ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ისტორიული მატჩის დღე: სენტ-ტრუიდენი v იბერია 1999
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ისტორიული მატჩის დღე: სენტ-ტრუიდენი v იბერია 1999

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

22 წლიანი ლოდინი დასრულებულია - ქართული კლუბი უეფას კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე იასპარეზებს. იბერია 1999 გასვლაზე ბელგიურ სენტ-ტრუიდენს დაუპირისპირდება - მატჩი ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 23:00-ზე გაიმართება.


სენტ-ტრუიდენი ბელგიის პატარა, იგივე სახელწოდების მქონე ქალაქში 1924 წელს ორი საფეხბურთო კლუბის, უნიონისა და გოლდსტარის გაერთიანების შემდეგ შეიქმნა. სენტ-ტრუიდენი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი არასდროს ყოფილა - მათი უდიდესი მიღწევა 1999 წელს ლიგის თასის მოგება და სამჯერ რანგით მეორე ლიგის ჩემპიონობაა.



უმაღლეს დივიზიონში ბელგიური კლუბის საუკეთესო შედეგი 1966 წელს დაფიქსირებული მეორე ადგილია, კონფერენს ლიგაზე კი სენტ-ტრუიდენი 2025/26 წლების სეზონში მოპოვებული მესამე პოზიციიდან, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოხვდა. 


ბელგიური კლუბი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ნიქოზიის ომონიასთან ორი მატჩის ჯამში 4:3 დამარცხდა, რის შემდეგაც იბერია 1999-ის მსგავსად ასპარეზობის უფლება უეფას კონფერენს ლიგაზე მოიპოვა. ისევე როგორც თბილისური კლუბისთვის, ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ეს სენტ-ტრუიდენისაც პირველი მატჩია.


სენტ-ტრუიდენში უთამაშიათ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან სიმონ მინოლე, ზაიონ სუზუკი, შინჯი კაგავა, ვატარუ ენდო, ტომიასუს თუ დაიჩი კამადას. ბელგიურ კლუბში იაპონელების სიმრავლე კი 2017 წელს კლუბის იაპონური კომპანიის მიერ შეძენას უკავშირდება. 


დღესაც გუნდში ყველაზე მეტი იაპონელი მოთამაშეა - სენტ-ტრუიდენის პირველ გუნდში რვა ბელგიელი და რვა იაპონელი მოთამაშე ირიცხება. კანარებს ბელგიელი სპეციალისტი, ფრედერიკ დე მეიერი წვრთნის.


დე მეიერის შეგირდებმა მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყეს - სენტ-ტრუიდენს პირველ რვა ტურში მხოლოდ 2 მოგება უგროვდება და ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ბოლო ხუთი მატჩი, სადაც კანარები 4-ჯერ დამარცხდნენ და 11 გოლი გაუშვეს. 



რაც შეეხება იბერია 1999-ს, თბილისური კლუბი ჩემპიონობისთვის იბრძვის, 28 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზეა და ლიდერ ბათუმის დინამოს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. იბერიამ უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და კონფერენს ლიგის ისტორიულ მატჩს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება.


იბერიამ წლევანდელ ევროტურნირებზე საქართველოს ჩემპიონის სახელით მოხვდა და ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო - თბილისურმა კლუბმა ესტონური ფლორა ორი მატჩის ჯამში 5-4 დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე სლოვან ბრატისლავასთან 3:1 დამარცხდა.


ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიამ ჩრდილოირლანდიური ლარნე ორი მატჩის ჯამში 2-1 დაამარცხა და პლეი-ოფში იაგელონიასთან მარცხის მიუხედავად, კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა.




ტრავმის შემდეგ იბერიას ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი დაუბრუნდა - აწ უკვე არსენალის საკუთრებაში მყოფი ანდრია ბართიშვილი ხვალინდელი მატჩისთვის ბელგიაში გაემგზავრა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ექნება თუ არა ლევან კორღალიძეს მისი გამოყენების საშუალება.


შეგახსენებთ, რომ ისტორიული დაპირისპირება ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, 23:00-ზე ბელგიაში, დაიო ვასაბი სტეიენის სტადიონზე გაიმართება - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და სეტანტა სპორტი შემოგვთავაზებენ.  

ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

იბერია 1999
კონფერენს ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

იბერია 1999-ისა და სენტ-ტრუიდენის შეხვედრის დეტალები - მსაჯი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია 1999-ისა და სენტ-ტრუიდენის შეხვედრის დეტალები - მსაჯი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიახლე ბართიშვილზე - იქნება დღეს იბერიას ვარსკვლავი განაცხადში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სიახლე ბართიშვილზე - იქნება დღეს იბერიას ვარსკვლავი განაცხადში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შემადგენლობით აპირებენ ბელგიელები იბერიას წინააღმდეგ თამაშს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რა შემადგენლობით აპირებენ ბელგიელები იბერიას წინააღმდეგ თამაშს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მეტოქის კრიზისი - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელისთვის იბერიასთან თამაში გადამწყვეტი იქნება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მეტოქის კრიზისი - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელისთვის იბერიასთან თამაში გადამწყვეტი იქნება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

იბერია 1999-ისა და სენტ-ტრუიდენის შეხვედრის დეტალები - მსაჯი ცნობილია

News image

1 სთ წინ

სიახლე ბართიშვილზე - იქნება დღეს იბერიას ვარსკვლავი განაცხადში?

News image

26 წთ წინ

რა შემადგენლობით აპირებენ ბელგიელები იბერიას წინააღმდეგ თამაშს?

News image

13 წთ წინ

მეტოქის კრიზისი - სენტ-ტრუიდენის მწვრთნელისთვის იბერიასთან თამაში გადამწყვეტი იქნება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება