საბა ხარებაშვილი დინამო თბილისს ევროტურნირებზე ვერ დაეხმარება.
Geo Team-ის ინფორმაციით, საბა ხარებაშვილი ივნისის ბოლოს თურქულ ბაშაქშეჰირს წინასასეზონო შეკრებაზე შეუერთდება.
ფეხბურთელი მოსამზადებელ პერიოდს თურქულ კლუბთან ერთად გაივლის და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.
საბას ბაშაქშეჰირში ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის მიღება მას შემდეგ შეეძლება, რაც 18 წლის გახდება.
ხარებაშვილი სრულწლოვანი 3 სექტემბერს ხდება.
დინამო თბილისი კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის მონდორფს დაუპირისპირდება.
VIDEO: დინამო თბილისმა სამგურალს უხვგოლიან მატჩში მოუგო