გიორგი ქვილითაია კარიერას ბუნდესლიგა 2-ის კლუბ ჰოლშტაინ კილში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 32 წლის თავდამსხმელი გერმანულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ქვილითაიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი ფრანგულ მეცში გაატარა და ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა ქართველების გუნდი ლიგა 2-ში გავარდა.
თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების ივნისის ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა და რუმინეთთან გოლით გამოიჩინა თავი.