სერია ა-ს მორიგ ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზემ საკუთარ კედლებში კალიარის უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე გამოჩნდა, თუმცა უდინეზემ მარცხი ვერ აიცილა თავიდან.
გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე დანიელე მალდინიმ გაიტანა. 5 ტურის შემდეგ უდინეზე 4 ქულით მეცამეტე ადგილზეა.
იმავე დღეს ტრავმის შემდეგ მოედანს გიორგი ქვილითაიაც დაუბრუნდა. თავდამსხმელმა, რომელიც 29 ივლისიდან კუნთის დაზიანებას მკურნალობდა, ჰოლშტაინ კილის შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
მისი გუნდი ოსნაბრუკს ეთამაშა (1:1), ქვილითაია კი თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.