გიორგი ქვილითაია ტრავმის შემდეგ სრულად მწყობრშია.
გიორგი უკვე კვირაზე მეტია, რაც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ჰოლშტაინ კილის მაისურით სადებიუტო ოფიციალური მატჩისთვის ემზადება.
გერმანული მედიის ცნობით, მიმდინარე სეზონის სტარტზე ტრავმის გამო შეჩერებული 32 წლის ქართველი თავდამსხმელი მე-6 ტურის საშინაო მატჩში, ოსნაბრიუკის წინააღმდეგ გუნდის განაცხადში აუცილებლად იქნება.
კილის მთავარი მწვრთნელი ტიმ ვილტერი აცხადებს:
კარგი ის არის, რომ კლუბის ლაზარეთი ცარიელდება. სავარაუდოდ, მატჩის განაცხადში იქნება სამი ისეთი შემტევი, რომლებმაც წინა მატჩები გამოტოვეს: სტივენ სკჟიბსკი, გიორიგ ქვილითაია და ანდუ კეპატი. ეს მახარებს.
მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ხუთ შეხვედრაში 3 ფრისა და 2 მარცხის შემდეგ, მხოლოდ 3 ქულით ცხრილის ფსკერზე მყოფ კილს მდგომარეობის გამოსასწორებლად და ქულების მოსაპოვებლად ქართველი ფორვარდის დახმარება ძალზე სჭირდება.