• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ქართველების ევროპული მისია
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ქართველების ევროპული მისია

08 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მიმდინარე საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება, ევროპის ტოპ-ლიგებსა თუ სხვა დივიზიონებში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს კი განსხვავებული ამოცანების გადაჭრა აქვთ მიზნად დასახული. შიდა ტიტულებით ხელდამშვენებული ხვიჩა კვარაცხელია თუ ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის თასის შესამართად ემზადება, „ჯვაროსნების“ ლეგიონის სხვა წევრებს დიდი ბრძოლა უწევთ თავიანთ ლიგებში საგზურებისა და სასურველი პოზიციებისთვის.


კვარაცხელიას ფანტასტიურ ფორმაში ყოფნა და მისი პარიზული გუნდური წარმატება ფერად სიზმარს ჰგავს. როგორ დასრულდება ქართველი ვარსკვლავისთვის ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი, რა პირადი აღიარება ელოდება გამარჯვების შემთხვევაში და რას შემატებს თავის საფეხბურთო მონაგარსა თუ სახელს, ეს თვის ბოლოს გვეცოდინება.



სამწუხაროდ, საფრანგეთის ლიგა 1 ცუდად მთავრდება „მეცის“ ქართული ტრიოსთვის. სამი გიორგის კლუბი ოფიციალურად უკვე მეორე ლიგაშია. ისიც რთული სათქმელია, სად ითამაშებენ მომდევნო სეზონში ქვილითაია, აბუაშვილი და წიტაიშვილი. მოგეხსენებათ, უკანასკნელი ორი „შინდისფერებში“ იჯარის წესით ირიცხებიან და შესაბამისად, ფოთის „კოლხეთისა“ და კიევის „დინამოს“ კუთვნილებაში არიან.


ფრანგულ ელიტაში დასაბრუნებლად იბრძვის ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“, რომელიც ლიგა 2-ში ბოლო ტურის წინ მე-3 ადგილს იკავებს, აღნიშნული პოზიცია კი ჩემპიონატში ასასვლელ პლეი-ოფში ბრძოლას ნიშნავს. ქართველი შემტევის კლუბი უკანასკნელ შეხვედრას შინ, ბოლოადგილოსან „ამიენთან“ გამართავს, თუმცა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მოსახვედრად, ორი ქულით წინ მყოფი „ლე მანის“ შედეგზეცაა დამოკიდებული, რომელიც კორსიკაზე, ლიგა 2-ში დასარჩენად მებრძოლ „ბასტიას“ ეწვევა. იმედი ვიქონიოთ, რომ სეზონში 13 გოლისა და 4 საგოლე პასის ავტორი ქართველისთვის ყველაფერი კარგად დასრულდება და საფრანგეთის ტოპ-ლიგაში უპლეი-ოფოდ მოხვდება.



როგორც ქართულად იტყვიან, თავი ქუდში აქვს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარრეალს“. ჟორჟის გუნდი ესპანეთის ლა ლიგაში მე-3 პოზიციაზე მყარადაა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ჯიბეში აქვს და არც არაფერი ემუქრება. ქართველი ფორვარდის ერთადერთი მისია დარჩენილ 4 ტურში რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. ამ მომენტისთვის მას ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატში 11 გოლი და 5 ასისტი აქვს.


განსხვავებულ სიტუაციაშია სანტანდერის „რასინგი“, რომლის ღირსებასაც გიორგი გულიაშვილი იცავს. კანტაბრიელები სეგუნდა დივიზიონის ლიდერები არიან, ცხრილის პირველი და მეორე ადგილი კი გაისად ესპანურ ელიტაში თამაშს ნიშნავს. ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. „რასინგი“, რომელიც მეორეადგილოსან „ალმერიას“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, ამ უიკენდზე „ლეგანესს“ ესტუმრება.


სამწუხაროდ, ძალიან ცუდად მისდის საქმეები ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძის „კადისს“. ქართველი ფორვარდი დიდი ხანია, ტრავმის გამო ვეღარ ეხმარება თავის გუნდს. არადა, ყველამ კარგად ვიცით, პირველ წრეში ტაბატაძეცა და „ლიმონეროსიც“ გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. „კადისი“ ბოლოდან მეხუთეა, აუტსაიდერი ოთხეულისგან თავის დასაღწევად კი დარჩენილ შეხვედრებში გვარიანი ოფლისღვრა მოუწევს.



ჯერ კიდევ ბრძოლაშია ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“, რომელიც გასული სეზონის მსგავსად ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს. მიუნხენში დაკარგული 2 დასანანი ქულის შემდეგ ბადენელები კიოლნს ესტუმრებიან, ბოლო ტურში კი უპოტივაციო „მაინცს“ მიიღებენ. გერმანიის პირველობაში დასარჩენად, უფრო სწორად კი გასული წლის მსგავსად მეორე ბუნდესლიგელ გუნდთან პლეი-ოფში მოსახვედრად, „ჰაიდენჰაიმს“ იღბალიც დასჭირდება, რადგან სხვა კლუბების შედეგებზეცაა დამოკიდებული, თუმცა შეუძლებელი არაფერია, თუკი ქართველი თავდამსხმელის ბოლოდროინდელ ფორმას გავითვალისწინებთ, მოკრძალებული გერმანული კლუბის ურთულესი მისიის შესრულებაც რეალური ჩანს.



სამაგიეროდ, ბუნდესლიგაში ადგილს ინარჩუნებს გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“, რომელსაც არაფერი ემუქრება. მოგეხსენებათ, გიორგი ჩრდილო გერმანულ კლუბში დონეცკის „შახტარიდან“ განათხოვრების წესით თამაშობს. ასევე არაფერი ემუქრება მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „ნიურნბერგსაც“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი ირჯება.


იტალიის სერია A-ში დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია გიორგი კვერნაძის გუნდი „ფროზინონე“, რომელსაც საამისოდ სერია B-ს უკანასკნელ ტურში ფრეც აძლევს ხელს. „ჯალაძური“ საკუთარ მოედანზე „მანტოვას“ უმასპინძლებს და ქულის აღების შემთხვევაში, იტალიის ჩემპიონატში აღზევდება. 23 წლის ქართველი ფეხბურთელის აქტივში, მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემაა.



ბოლო სიტყვად კი იმას გეტყვით, რომ მამაგეიშვილი-კიტეიშვილის ტანდემი ავსტრიაში „შტურმთან“ ერთად გაჩემპიონებას ცდილობს, გურამ კაშიამ და ალექსანდრე ნარიმანიძემ კი სლოვაკური ტიტულები მოიპოვეს: ვეტერანმა მცველმა ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად მორიგი ჩემპიონობა მიითვალა, „ჯვაროსნების“ ახალბედა წევრმა კი „ჟილინასთან“ ერთად სლოვაკეთის თასი მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ბუდუ ზივზივაძე
გიორგი აბუაშვილი
გიორგი გოჩოლეიშვილი
გიორგი გულიაშვილი
გიორგი კვერნაძე
გიორგი მიქაუტაძე
გიორგი ქვილითაია
გიორგი წიტაიშვილი
გიზი მამაგეიშვილი
გურამ კაშია
იური ტაბატაძე
ლუკა ლოჩოშვილი
ოთარ კიტეიშვილი
ხვიჩა კვარაცხელია
ზურიკო დავითაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

25 აგვ, 2026

ხვიჩა ტოპ 3-ში! ვინ იღებს კვარაცხელიაზე მეტს პსჟ-ში?

News image

25 აგვ, 2026

ენრიკე კვარას და დემბელეს აფრთხილებს: "ასე თუ მოიქცევი, ვეღარაფერს მოიგებ"

News image

25 აგვ, 2026

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს 7 მთავარი ფავორიტი

News image

16 სთ წინ

კვარას სალაჰის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

ხვიჩა ტოპ 3-ში! ვინ იღებს კვარაცხელიაზე მეტს პსჟ-ში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ხვიჩა ტოპ 3-ში! ვინ იღებს კვარაცხელიაზე მეტს პსჟ-ში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე კვარას და დემბელეს აფრთხილებს: "ასე თუ მოიქცევი, ვეღარაფერს მოიგებ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე კვარას და დემბელეს აფრთხილებს: "ასე თუ მოიქცევი, ვეღარაფერს მოიგებ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს 7 მთავარი ფავორიტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს 7 მთავარი ფავორიტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას სალაჰის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას სალაჰის იდეალურ შემცვლელად მოიაზრებენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი