VIDEO: უდინეზემ კურიოზული გოლით წააგო - რა შეფასება მიიღო ჩაკვეტაძემ?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-5 ტურში უდინეზე საკუთარ მოედანზე კალიარის დაუპირისპირდა.
უდინეზე მატჩს აკონტროლებდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაუშვა უმძიმესი შეცდომა: მილერმა ბურთი უკან დააბრუნა, რასაც ვერც კაბასელე გამოეხმაურა და ვერც ებოსე, სამაგიეროდ სიტუაციაში დანიელ მალდინი შესანიშნავად გაერკვა და გაიტანა.
ეს პაოლო მალდინის შვილისთვის ზედიზედ მე-3 მატჩი იყო გოლით, ლეჩესა და ატალანტასთან შეხვედრების შემდეგ.
მატჩი ფაბიო პიზაკანეს კალიარის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. სარდინიელები შესანიშნავ ფორმაში არიან: გუნდმა 12 ქულა მოაგროვა, 4 მატჩი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ინტერთან.
უდინეზემ კი, ლაციოსა და ინტერთან წაგებების შემდეგ, ზედიზედ მე-3 მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-13 ადგილზეა.
რუნიაიჩს პირველი ტაიმის შემდეგ გეგმების შეცვლა მოუწია. შესვენებაზე მან ცუდად მოთამაშე ძანიოლო გასახდელში დატოვა და მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა.
ბურთს მუდმივად უდინეზე აკონტროლებდა, თუმცა მინა და მთლიანად კალიარის დაცვა ყველაფერს უმკლავდებოდნენ. კოლუმბიელი მცველი ზოგიერთ ეპიზოდში სიტუაციას ზედმეტად დრამატულადაც წარმოაჩენდა, თუმცა სტუმრები ზეწოლას მაინც უძლებდნენ.
რაც შეეხება ჩაკვეტაძის სტატისტიკას, ქართველმა ნახევარმცველმა 33-დან 32 ზუსტი პასი გააკეთა, კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, თუმცა ორივე შემთხვევაში მისი დარტყმა მცველებმა დაბლოკეს, საბოლოოდ კი Sofascore-სგან 6.4 შეფასება მიიღო.