უდინეზეს მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა სერია ა-ს მეხუთე ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემას გეგმავს.
ინტერთან სადებიუტო შეხვედრაში (სადაც გიორგი მოედანზე ბოლო 20 წუთი გამოჩნდა) ქართველმა ნახევარმცველმა თავი კარგად წარმოაჩინა.
როგორც იტალიური კლუბის თავკაცი ამბობს, გიორგის ტრავმის გამო სრულფასოვანი მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა, თუმცა მისი გამოცდილება და შესაძლებლობები გუნდისთვის მნიშვნელოვანია:
ჩაკვეტაძე ინტერთან თამაშში კარგად ჩაერთო და უკვე აჩვენა, რომ გამოცდილება აქვს. მინდა, უფრო მეტი ხნით ვნახო მოედანზე. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და ის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია.
მოახლოებულ ტურში უდინეზე კალიარის დაუპირისპირდება და მოსალოდნელია, რომ ოპტიმალურ ფორმაში შესვლის პროცესში მყოფი ქართველი ფეხბურთელი სათამაშო დროს კიდევ უფრო მეტად მიიღებს.