ცნობილმა პლატფორმა 365scores-მა ევროპის ხუთი მთავარი ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ახალგაზრდა შემტევი, გიორგი კვერნაძეც მოხვდა.

იტალიურ სერია ა-ში 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. ლიგის პირველ 4 მატჩში მან 2 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო იტალიის თასზე კიდევ 2 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა აქტივში.
განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჯენოასთან გასვლითი შეხვედრა (1:1), სადაც კვერნაძემ მე-14 წუთზე ეფექტური გოლით ანგარიში გახსნა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ავტორიტეტული გამოცემებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო.
სიმბოლურ 11-ეულში გიორგი კვერნაძე (9.2 ქულა) თავდასხმის ხაზში მადრიდის რეალის ფრანგ ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან (9.3 ქულა) ერთად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ მასიმილიანო ალვინის ფროზინონეს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს