ფრანგი საფეხბურთო ჟურნალისტი და RMC-ის ექსპერტი ვალიდ აშერშური მიიჩნევს, რომ ლამინ იამალი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ჭკვიანურ სტრატეგიას იყენებს.
„ლამინ იამალმა ყველაფერი ზუსტად გამოთვალა. მას სურს, რომ ოქროს ბურთის გარშემო დისკუსია მხოლოდ მასსა და კილიან მბაპეს შორის წარიმართოს.
მას სურს, კონკურენციიდან პარიზელები და ჰარი კეინი გამოთიშოს, რადგან ასე ფიქრობს:
„თუ ფინალურ ბრძოლაში მბაპეს წინააღმდეგ დავრჩები, გავიმარჯვებ, რადგან...
ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი;
ლა ლიგა მოვიგეთ;
მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე;
ყველაზე დიდი გულშემატკივართა ბაზები ბარსელონასა და რეალს ჰყავთ;
სიმპათიისა და ჟურნალისტებთან საფეხბურთო ურთიერთობის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ხალხი ლამინ იამალს კილიან მბაპეზე მეტად ანიჭებს უპირატესობას.“
სწორედ ასე აპირებს ის ოქროს ბურთის მოგებას. მან იცის, რომ ხმების გადანაწილებისას უსმან დემბელე და ჰარი კეინი მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
ეს ლამინ იამალის მხრიდან ძალიან ჭკვიანური საკომუნიკაციო სტრატეგიაა, რადგან ის ფიქრობს:
თუ კილიან მბაპესთან პირისპირ ბრძოლაში დავრჩები, ოქროს ბურთს მოვიგებ.
ეს ჩემი მოსაზრებაა და ამაში დარწმუნებული ვარ.“ - განაცხადა ფრანგმა ჟურნალისტმა.
ოქროს ბურთის ახალი მფლობელი 26 ოქტომბერს ლონდონში გამოვლინდება.
,,ჩვენ საუკეთესოები ვართ" - ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს იამალის აზრით?