ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა L’Équipe-მა 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტების ხუთეული დაასახელა.
გამოცემამ მათი ფოტოები 15 სექტემბრის ნომრის გარეკანზეც გამოიტანა.
გამოცემის ვერსიით, წლის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მთავარი პრეტენდენტები ჰარი კეინი (ბაიერნი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლამინ იამალი (ბარსელონა), კილიან მბაპე (რეალი) და უსმან დემბელე (პსჟ) არიან.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გადაცემის საზეიმო ცერემონია ლონდონში, 26 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვებული ტრადიციულად ფიფა-ს რეიტინგის ტოპ-100 ქვეყნის ჟურნალისტთა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება.
