პსჟ-ს და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ექს-ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა განაცხადა, რომ ნაკრებში კილიან მბაპეს განცხადებებს ოქროს ბურთთან დაკავშირებით ცუდი რეაქცია მოჰყვა.
მანამდე რეალის თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ უსმან დემბელე ყოველთვის ითვლებოდა ნიჭიერ მოთამაშედ, ხოლო თავად კილიანს რჩეულად აღიქვამდნენ.
„უსმან დემბელეს ეს ძალიან არ მოეწონა, ეს ფაქტია. ის ძალიან გაბრაზებულია მბაპეზე. მისთვის ეს ერთგვარი ღალატია.
საქმე მხოლოდ მასში არ არის. არსებობს უსმანის გარემოცვა, ადამიანები, რომლებიც პსჟ-ს გასახდელში უსმანთან ერთად არიან. ეს ფრაზა რჩეული - არარჩეულის შესახებ, მასზე ზემოდან ყურება, განცხადებები იმის თაობაზე, რომ პსჟ-ში მბაპეს დროს ვარსკვლავები არ იყვნენ, რომ იგი აღიარებს რონალდუსა და მესის უპირატესობას, როდესაც საქმე ოქროს ბურთს ეხება, თუმცა მიაჩნია, რომ სხვებს აჯობებდა...
ოქროს ბურთის სხვა მფლობელებს შორის არიან დემბელე, ბენზემა, მოდრიჩი - ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც მას სხვათაშორის უთამაშია“, - განაცხადა პსჟ-ს ყოფილმა ნახევარმცველმა.