მწვრთნელმა იური სიომინმა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ლოკომოტივში წვრთნიდა, პსჟ-ს და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ოქროს ბურთის ფავორიტებს შორის დაასახელა.
„ვფიქრობ, იამალისა და მბაპეს გარდა, არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც სეზონი არანაკლებ მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს არის კვარაცხელია, რომელმაც თითქმის ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატის გამოკლებით, სადაც საქართველოს ნაკრები უბრალოდ არ მონაწილეობდა.
„დიდი უპირატესობით N1 ფეხბურთელია", - ბარსელონას ვარსკვლავის აგენტი სენსაციურ განცხადებას აკეთებს
ასე რომ, ჩემი სამი მთავარი ფავორიტია: იამალი, მბაპე და კვარაცხელია“, - განაცხადა სიომინმა.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.