ბარსელონას ნახევარმცველი როდრი კატალონიურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად არ მიიჩნევს.
- არავინ მალავს, რომ ჩემპიონთა ლიგა ბარსას მთავარი მიზანია. იმის გათვალისწინებით, რასაც გასახდელსა და ვარჯიშებზე ხედავთ, მიგაჩნიათ თუ არა ამ ტიტულის მოპოვება რეალურ ამოცანად მიმდინარე სეზონში?
„დიახ, ამას სრულიად რეალურ მიზნად მივიჩნევ. ეს არის თითქოს უკანასკნელი ნაბიჯი, რათა დავმკვიდრდეთ და მთელ ევროპას ვუჩვენოთ, რას წარმოვადგენთ როგორც გუნდი. ამასთან, არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ.
უნდა გვესმოდეს, რა გზა გავიარეთ და რა არის საჭირო ჩემპიონობისთვის. ამ გუნდს ჯერ კიდევ აქვს რაღაცები დასალაგებელი, რათა ასეთ დონეზე გავიდეს. ჩემნაირი მოთამაშეები აქ მათ შორის სწორედ ამისთვის მოდიან - რათა ერთად გაიზარდონ და გუნდში შემოიტანონ ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის მსგავს უნიკალურ ტურნირებში გამარჯვებისთვის.
ჩემპიონთა ლიგა არ არის უბრალოდ ტურნირი, რომელიც უძლიერესს ავლენს. ეს არის შეჯიბრება, რომლის ბედსაც ცალკეული მომენტები წყვეტს. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ასპექტში აქვს ჩვენს გუნდს კიდევ მოსამატებელი. რაც შეეხება წარმატების შანსებს... სწორედ ამისთვის მოვედი აქ", - აღნიშნა მან სიტის ექს-ფეხბურთელმა.