ფრანგი საფეხბურთო ჟურნალისტი ვალიდ აშერშური მიიჩნევს, რომ ლამინ იამალი ოქროს ბურთის გარშემო მიმდინარე დისკუსიებს მიზანმიმართულად მართავს.
მისი აზრით, ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი საჯარო სივრცეში მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე საუბარს კილიან მბაპესთან პირდაპირ დაპირისპირებად გარდაქმნის და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.
ჟურნალისტის მტკიცებით, მსგავსი სტრატეგიის გამოყენებით ესპანელი ტალანტი სხვა სერიოზული კანდიდატების ჩამოშორებას ცდილობს. აშერშურის შეფასებით, იამალმა კარგად იცის, რომ ისეთი მოთამაშეების ფონზე გადაწევა, როგორებიც ჰარი კეინი და უსმან დემბელე არიან, მისი გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის და ხმების გაფანტვას აარიდებს თავიდან.
ინდივიდუალურ კამპანიას ზურგს კლუბის უმაღლესი ეშელონებიც უმაგრებენ - ჟოან ლაპორტა, ჰანსი ფლიკი და დეკუ ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამასთან ერთად, 19 წლის შემტევის ამბიციებს სტატისტიკაც უწყობს ხელს: საწყის ექვს შეხვედრაში დაგროვებული შვიდი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა მის პრეტენზიებს რეალურ საფუძველს აძლევს.
საბოლოო ჯამში, აშერშური დარწმუნებულია, რომ ეს არის იდეალურად გათვლილი საკომუნიკაციო სვლა. მისი დაკვირვებით, მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისა და ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, კატალონიელთა ლიდერი ფიქრობს, რომ მბაპესთან პირისპირ, იზოლირებულ ბრძოლაში ოქროს ბურთს აუცილებლად თავად მოიპოვებს.