იტალიურმა გამოცემა Tutto Frosinone-მ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი კვერნაძე ერთმანეთს შეადარა.
გამოცემის შეფასებით, ფეხბურთელებს ბევრი საერთო აქვთ: ისინი ერთი ეროვნების წარმომადგენლები არიან, თამაშობენ მარცხენა გარემარბის პოზიციაზე და გამოირჩევიან დრიბლინგისადმი ბუნებრივი მიდრეკილებით.
მიუხედავად ამისა, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ფაქტორებიც, რაც ძირითადად მათი გუნდების მიზნებს უკავშირდება.
თუ ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლი 30-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრ ჩემპიონატამდე და სკუდეტომდე მიიყვანა, გიორგი კვერნაძის მიზანი ფროზინონესთან ერთად სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებაა.
მიუხედავად განსხვავებული მასშტაბისა და მიზნებისა, კვერნაძემ სეზონის სტარტზევე შესანიშნავი თამაშითა და შედეგიანი მოქმედებებით იტალიაში ყველას ხვიჩა გახსენა.
მბაპე და კვერნაძე - გიორგი საოცარ გუნდში მოხვდა