დინამო თბილისის 18 წლის ნახევარმცველი ანდრია კვირიკაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი პარიზის პირველ გუნდთან 4-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
დღეს ანდრია წარმომადგენელთან ერთად საფრანგეთში გაფრინდება, საღამოს სამედიცინო შემოწმება, შემდეგ კი კონტრაქტის გაფორმება შედგება.
კვირიკაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, თუმცა მთავარ გუნდში არ უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის გასულ სეზონში 4 ქართველი თამაშობდა - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია.
თუმცა წიტაიშვილის, აბუაშვილისა და ქვილითაიას მეცი ლიგა 2-ში გავარდა, დაწინაურება კი ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმაც ვერ მოახერხა.
ახლა კი, როგორც ჩანს, ქართველებს შორის (ხვიჩა კვარაცხელია - პსჟ, ანდრია კვირიკაძე - პარიზი) პარიზული დერბი შედგება.