ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს.
მე-18 ტურში, გია ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთავმა ტურამდე ლიდერ იბერია 1999-ს სტუმრად მოუგო და პირველ ადგილზე თავად გადაინაცვლა. მიმდინარე სეზონში რუსთავი პირველად გალიდერდა და ახლა 1-ქულიანი უპირატესობა აქვს.
ლიდერებთან ყველაზე ახლოს დინამო თბილისია, რომელმაც წყალტუბოს სამგურალს უხვგოლიან მატჩში 5:3 მოუგო და რუსთავთან 4-ქულიან დისტანციაშია.
1. რუსთავი (რუსთავი) - 32 ქულა;
2. იბერია 1999 (თბილისი) - 31 ქულა;
3. დინამო (თბილისი) - 28 ქულა;
4. დინამო (ბათუმი) - 27 ქულა;
5. ტორპედო (ქუთაისი) - 26 ქულა;
6. სამგურალი (წყალტუბო) - 24 ქულა;
7. დილა (გორი) - 23 ქულა;
8. სპაერი (თბილისი) - 21 ქულა;
9. გაგრა (თბილისი) - 21 ქულა;
10. მეშახტე (ტყიბული) - 11 ქულა.
ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას სამგურალის ბრაზილიელი ლეგიონერი, ველისონი ლიდერობს - 9 გოლით, ტორპედოელ კომნენ ანდრიჩს 8 გოლი აქვს, დინამო ბათუმის შემტევ დმიტრი მანდრიჩენკოს 7 გოლი აქვს, რის შემდეგაც 6-გოლიანი ფეხბურთელები მოდიან - ლაშა მენთეშაშვილი (დილა), კლაუდიო სებოლინია (სამგურალი) და ნიკა კალანდარიშვილი (დინამო ბათუმი).
სეზონის საუკეთესო ასისტენტები გიორგი არაბიძე (ტორპედო) და ნიკა ნინუა (დინამო თბილისი) არიან - 8-8 საგოლე პასი, დინამო ბათუმის ალბანელ ლეგიონერ უერდი მარას კი 7 ასისტი აქვს.
საზაფხულო შესვენებამდე კიდევ 1 ტურია სათამაშო - ლიდერი რუსთავი დილას ესტუმრება (22 ივნისს), ხოლო მისი კონკურენტი იბერია 1999 მეშახტეს უმასპინძლებს. შემდეგ 8 აგვისტომდე პაუზაა.