ლევან ჩოხელი აჭარაბეთის ამბასადორი გახდა.
29 წლის მებრძოლის დებიუტი UFC-ში 21 ივნისს, UFC Vegas 119-ზე შედგება.
ლევანის MMA-ის რეკორდი 14 მოგებას, 3 წაგებასა და 1 ე.წ. No contest-ს ითვლის.
ქართველის მეტოქე ასევე UFC-ის დებიუტანტი ლეონ შაჰბაზიანი იქნება.
ლევან ჩოხელის UFC-ში დებიუტზე დიდი ხნის განმავლობაში იყო საუბარი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამის დრო ახლაღა დადგა. ლევანს აქამდე ხშირად ვხედავდით მერაბ დვალიშვილის მოსამზადებელ კემპებშიც.