ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირსაც გამოტოვებს - ამჯერად უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც საკვალიფიკაციოზე მე-6 ნომრად გახლდათ განთესილი, შვედ ელიას იმერთან 3 სეტში დამარცხდა.
ბასილაშვილმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეორეც ბრეიკით დაიწყო, თუმცა შემდეგ უპირატესობა მეტოქეს დაუთმო და საქმე მესამე პარტიამდე მივიდა.
გადამწყვეტ სეტში ბრეიკით უკვე შვედი დაწინაურდა, თუმცა ნიკამ შეძლო მისულიყო ტაიბრეიკამდე, რომელზეც 6:3 და 7:5-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 8:10 წააგო და შეხვედრაც სკანდინავიელის სასარგებლოდ დასრულდა.
ეს ნიშნავს, რომ ბასილაშვილი წლევანდელი სეზონის რიგით მე-3 დიდი სლემის ტურნირსაც გამოტოვებს - ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზეც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველსავე რაუნდში დამარცხდა.