ეკო გორგოძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო და ძირითად ბადეში გასასვლელად ბრძოლას აგრძელებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა, წლის რიგით მე-3 დიდი სლემის ტურნირის შესარჩევი ეტაპის 1/4 ფინალში, 18 წლის ჩეხ ვენდულა ვალდმანოვას 6:2; 7:6 მოუგო. ეკოს უპირატესობა მეორე სეტშიც ჰქონდა, თუმცა მოწოდება დაკარგა, შემდეგ კი ტაიბრეიკზე დამაჯერებლად გაიმარჯვა - 7:2.
გორგოძე შემდეგ წრეში, ანუ საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში, მსოფლიოს 133-ე ჩოგან ფრანგ ლეოლია ჟენჟენს შეხვდება. ეკო მსოფლიოს 219-ე ჩოგანია.