VIDEO: გამარჯვება ქამბექით - დინამო თბილისმა მესამე ადგილი გაიმყარა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში, დინამო თბილისმა დინამო ბათუმს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
უერდი მარამ აჭარლები საწყის წუთებზევე დააწინაურა და სტუმრები დიდხანს იგებდნენ - ბოლო 15 წუთში ჯერ მაქსიმ ტეიშეირამ შეაგდო, გამარჯვების გოლი კი პენალტიდან ნიკა ნინუამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მარამ მიმდინარე სეზონში მე-11 საგოლე მოქმედება (4 გოლი, 7 ასისტი) მიითვალა და ამ მხრივ მხოლოდ გიორგი არაბიძეს (5 გოლი, 8 ასისტი) ჩამორჩება.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა დინამო თბილისმა 31 ქულა მოაგროვა, მეორეადგილოსან რუსთავს 1 ქულამდე მიუახლოვდა, ხოლო ლიდერ იბერია 1999-თან 3 ქულა აშორებს. დინამო ბათუმი, 27 ქულით, მე-5 პოზიციაზეა.
გუნდები 8 აგვისტომდე საზაფხულო შესვენებაზე გავიდნენ, რის შემდეგაც თბილისელები თანაქალაქელ სპაერს ესტუმრებიან, ბათუმელები კი გაგრას უმასპინძლებენ.