VIDEO: 9 კაცით მოგებული მატჩი - იბერიამ რუსთავს გადაასწრო და ისევ გალიდერდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგაში ლიდერი კიდევ ერთხელ შეიცვალა - იბერია 1999-მა პირველი ადგილი ერთტურიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.
მე-19 ტურში, იბერიელებმა ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერ ტყიბულის მეშახტეს 2:1 მოუგეს. იმის მიუხედავად, რომ 51-ე წუთზე (0:0-ზე) მოედნიდა ვახო ბედოშვილი გააძევეს, გუნდმა დაწინაურება 6 წუთში შეძლო, რასაც იმერლებმა მალევე უპასუხეს - 1:1.
გამარჯვების გოლი ლუქსემბურგელი მცველის, ვაჰიდ სელიმოვიჩის ანგარიშზეა - 68-ე წუთზე შეაგდო, რის შემდეგაც 83-ე წუთზე იბერია საერთოდ 9 კაცით დარჩა, როცა პაატა ღუდუშაურიც გააძევეს.
საბოლოოდ, ანდრი დემჩენკოს გაწვრთნილმა დედაქალაქელებმა 3 ქულა მოიპოვეს, 34 მოაგროვეს და მეორეადგილოსან რუსთავს 2 ქულით გაუსწრეს.
8 აგვისტომდე ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენებაა, რის შემდეგაც იბერია დილას უმასპინძლებს, ხოლო მეშახტე იმერულ დერბიში სამგურალს დაუხვდება.