• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
გრენდ სლემების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია - სინერი როლან გაროსს გამოეთიშა
ჩოგბურთიჩოგბურთი

გრენდ სლემების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია - სინერი როლან გაროსს გამოეთიშა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სეზონის მე-2 გრენდ სლემის, როლან გაროსის მეორე წრეში იანიკ სინერი ტურნირს მოულოდნელად გამოეთიშა.


მთავარი ფავორიტისა და რეიტინგის უპირობო ლიდერის მეტოქე არგენტინელი ხუან მანუელ სერუნდოლო იყო, რომელსაც სინერმა პირველი ორი სეტი 6:3 6:2 მარტივად მოუგო და მესამესაც 5:1-ს უგებდა, რა დროსაც ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და ზედიზედ 6 გეიმთან ერთად, მესამე სეტიც 5:7 დათმო.


ბოლო ორ სეტში კი ბრძოლა აღარ გამოვიდა - იანიკმა კორტზე ექიმებსაც უხმო, თუმცა ვერაფერმა უშველა და ორივე სეტი სინერმა ერთნაირი ანგარიშით 1:6 წააგო.


საბოლოოდ 3:6 2:6 7:5 6:1 6:1 3 საათსა და 31 წუთში და სერუნდოლო მესამე წრეში მიდის, სინერი კი, რომელსაც შარშანდელი ფინალი ჰქონდა დასამტკიცებელი, სახლში ნაადრევად მიემგზავრება.


იმის გათვალისწინებით, რომ ალკარასი ამ ტურნირზე მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს, შანსი ეძლევა ნოვაკ ჯოკოვიჩს, ალექსანდრ ზვერევს ან სხვა რომელიმე ტოპ-ჩოგბურთელს.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში სინერი და ალკარასი სტაბილურად იგებდნენ 2-2 გრენდ სლემს. ეს კანონზომიერება წლევანდელ ავსტრალიაზეც გაგრძელდა, რომელიც ესპანელმა მოიგო. თუმცა, ამ ტურნირზე ეს ტენდეცია შეწყდება.


აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ მატჩამდე სინერს 30-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც იტალიელმა აქამდე ყველა ჩატარებული მასტერსი მოიგო (ინდიან უელსი, მაიამი, მონტე-კარლო, მადრიდი, რომი), რის გამოც კიდევ უფრო დიდ ფავორიტად ითვლებოდა.


როლან გაროსი ერთადერთ გრენდ სლემად რჩება, რომელიც სინერს არასდროს მოუგია.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჩოგბურთი
როლან გაროსი
სინერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიძღვნა უკრაინას - კოსტიუკმა როლან გაროსი ემოციური გამარჯვებით გახსნა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მიძღვნა უკრაინას - კოსტიუკმა როლან გაროსი ემოციური გამარჯვებით გახსნა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: დიდი სენსაცია - მსოფლიოს მე-2 ჩოგანი როლან გაროსიდან გავარდა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: დიდი სენსაცია - მსოფლიოს მე-2 ჩოგანი როლან გაროსიდან გავარდა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

უკანასკნელად როდის დამარცხდა პირველი ნომერი გრენდ სლემის მე-2 წრეში?

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

უკანასკნელად როდის დამარცხდა პირველი ნომერი გრენდ სლემის მე-2 წრეში?
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

22 მაი, 2026

მხოლოდ 7 ფეხბურთელი - 2026 წლის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი

News image

24 მაი, 2026

მიძღვნა უკრაინას - კოსტიუკმა როლან გაროსი ემოციური გამარჯვებით გახსნა

News image

27 მაი, 2026

VIDEO: დიდი სენსაცია - მსოფლიოს მე-2 ჩოგანი როლან გაროსიდან გავარდა

News image

3 სთ წინ

უკანასკნელად როდის დამარცხდა პირველი ნომერი გრენდ სლემის მე-2 წრეში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება