როლან გაროსზე სენსაცია დაფიქსირდა.
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და ტურნირის პირველ ნომრად განთესილი იანიკ სინერი მეორე წრეში არგენტინელ ხუან მანუელ სერუნდოლოსთან 5 სეტში დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
გრენდ სლემების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია - სინერი როლან გაროსს გამოეთიშა
უკანასკნელად გრენდ სლემზე პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა 2023 წლის იანვარში წააგო - რაფა ნადალმა, რომელიც პირველ ნომრად განთესილი ალკარასის ჩახსნის გამო იყო, მეორე წრეში ამერიკელ მაკენზი მაკდონდლდთან სამ სეტში წააგო. თან, იმ დროს რაფა ტურნირის მოქმედი გამარჯვებული იყო და ტიტულს იცავდა.
თუმცა, ოფიციალურად რაფა იმ დროს რეიტინგის ლიდერი არ იყო და ტურნირზე პირველ ნომრად მხოლოდ ალკარასის ტრავმის გამო განთესეს.
უშუალოდ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კი ბოლოს გრენდ სლემის მეორე წრეში მარცხი 2017 წელს იგემა, როცა ნოვაკ ჯოკოვიჩი მოულოდნელად დენის ისტომინთან ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა.