მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იანვრის თვემ მადრიდის რეალის დომინაციით ჩაიარა.
იანვარში მადრიდულმა კლუბმა ლა ლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო - ვალენსიასთან 2:1, ლას პალმასთან 4:1 და ვალიადოლიდთან 3:0.
შედეგად, თვის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც ლას პალმასს დუბლი შეუსრულა, ვალიადოლდს კი - ჰეთ-ტრიკი.
რაც შეეხება საუკეთესო 21 წლამდე ფეხბურთელს, ეს ჯილდო ჯუდ ბელინგემს ერგო, რომელმაც ვალენსიასთან ორივე გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (გოლი და ასისტი), ვალიადოლიდტან კი ერთი საგოლე პასი მიითვალა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები