საქართველოს ჩემპიონატში ახალი რეკორდი დამყარდა.
ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით იბერია 1999 ზედიზედ 25 მატჩია დაუმარცხებელია — ეს კი ეროვნული ლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
თბილისური გუნდი ბოლოს 2024 წლის 18 სექტემბერს, ტორპედო ქუთაისის წინააღმდეგ 2-1 დამარცხდა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში იბერიას 13 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორეადგილოსან დინამო ბათუმთან უპირატესობა 9 ქულაა.
კორღალიძის გუნდმა ამ სეზონში 10 მატჩი მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.