საქართველოს ჩემპიონატის 2025 წლის სეზონში დინამო თბილისმა პირველი მატჩი გამართა და დინამო არენაზე სამგურალი 2-1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა. თბილისელთა სამატჩო განაცხადში მოხვედრილი ოცივე ფეხბურთელი დინამოს აკადემიის აღზრდილია.
ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა.
სამგურალთან თამაშში 6 აკადემიელის დებიუტი შედგა - ნიკა ჩიქოვანი, გელა სადღობელაშვილი, ოთარ აფციაური, ლუკა წულაია, თემო ოდიკაძე და საბა ახალკაცი.
დინამოს მხრიდან სეზონის პირველი გოლები ირაკლი იაკობიძემ და ნიკა ნინუამ გაიტანეს.